რა არის ანთროპოლოგია
ანთროპოლოგია - ძველბერძნულად “anthropos” ადამიანია, ხოლო “logos” - მოძღვრება, ესეიგი ანთროპოლოგია არის მოძღვრება ანუ მეცნიერება ადამიანის შესახებ. გარდა იმისა, რომ ანთროპოლოგია მოიცავს ადამიანის განვითარებას როგორც გეოგრაფიული, ისე ისტორიული თვალსაზრისით, მას ახასიათებს, აგრეთვე, ადამიანის შესწავლისადმი ერთიანი, მრავალმხრივი მიდგომა. ანთროპოლოგები შეისწავლიან არა მხოლოდ განსხვავებული ტიპის ადამიანებს, არამედ მათი გამოცდილების სხვადასხვა ასპექტსაც. მაგალითად, ადამიანთა ჯგუფის აღწერისას ანთროპოლოგი ითვალისწინებს იმ ადგილის ისტორიას, სადაც ისინი ცხოვრობენ, ბუნებრივ პირობებს, ოჯახური ცხოვრების ორგანიზაციას, ენის ძირითად თვისებებს, დასახლების ტიპებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, რელიგიას, ხელოვნების სტილსა და ტანსაცმელს. წარსულში ცალკეული ანთროპოლოგები ცდილობდნენ სხვადასხვა საკითხის ერთდროულად განხილვას. დღეს კი, ისევე, როგორც მრავალ სხვა დისციპლინაში, იმდენად დიდი ინფორმაცია დაგროვდა, რომ ანთროპოლოგებში გაჩნდა ტენდენცია ერთ ვიწრო თემაზე ან სფეროში იმუშაონ. ასე რომ, ერთმა ანთროპოლოგმა შეიძლება გამოიკვლიოს ზოგიერთი პრეისტორიული წინაპრის ფიზიკური ნიშნები, მეორემ – გარემოს გავლენა მოსახლეობის განვითარებაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე, მესამემ კი _ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის წეს-ჩვეულებები. ამგვარი სპეციალიზაციის მიუხედავად, ანთროპოლოგია მაინც ერთიან ორიენტაციას ინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალი განსხვავებული დარგის საშუალებით ერთობლივად შეისწავლის ადამიანის არსებობის სხვადასხვა ასპექტს წარსულსა და აწმყოში.
ანთროპოლოგიურ კვლევებად განიხილება ბიოლოგიური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, ლინგვისტიკის, ეთნოლოგიის, სოციალური და კულტურული ანთ-როპოლოგიის და ფოლკლორისტიკის მიმართულებით წარმოებული კვლევები. დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზემოთ ჩამოთვლილ დარგთა მეთოდების გამოყენებით შეკრებილ მონაცემთა საფუძველზე, თანამედროვე სოციალური, პოლი-ტიკური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას. ასეთ მიდგომას გამოყენებით ანთროპოლოგიას უწოდებენ. თუ ადრე ანთროპოლოგები ძირითადად დაკავებული იყვ-ნენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებში. თანამედროვე ეტაპზე მათი დასაქმების არეალი გაიზარდა. პირობითად შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სფერო, სადაც ისინი არიან დასაქმებულები: სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ტელეკომპანიები. დასახელებულ სტრუქ-ტურებში ისინი მუშაობენ და არიან წარმატებული ხელმძღვანელები, მეცნიერები, პედა-გოგები, ექსპერტები, კონსულტანტები, ჟურნალისტები, რეჟისორები და სხვა. ამ დარგის მიმართულებათა ჩამონათვალიც კი ხაზს უსვამს ამ დისციპლინის აქტუალობაზე: კულტურული, სოციალური, ეთნიკური, პოლიტიკური, იურიდიული, ეკონომიკური, რე-ლიგიური, ფსიქოლოგიური, ვიზუალური, პედაგოგიური და ა.შ. ანთროპოლოგია საუნივერსიტეტო სივრცეში:
|
||||
რა არის ანთროპოლოგია? | ანთროპოლოგიური განათლება | გამოცემები | ფილმები | ავტორის შესახებ | კონტაქტი ელექტრონული ბიბლიოთეკის ავტორი მანუჩარ ლორია. ©2011 სტუმართა რაოდენობა:
42975
|